ია აბულაშვილი
31.10.2019

 "მე მქონდა ბედნიერება გადამეღო საიუბილეო ფილმი ილია მეორეზე, სადაც მისი ცხოვრება და განვილილი გზაა აღბეჭდილი. დღეს ვარ ძალიან დამწუხრებული, რომ ასეთი უმსგავსობა მესმის პატრიარქის მისამართით.

"ძალიან სერიოზული ვითარებაა, იმდენად სერიოზული, რომ ალბათ ვერც ვაცნობიერებთ, რადგან ქვეყანაში უზნეობას მიეცა გასაქანი"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებას საქართველოს პატრიარქის მისამართით.

"კულუარებში რაღაც რომ ხდებოდა, ამის შესახებ მეტნაკლებად ყველამ ვიცოდით, მაგრამ ახლა როცა ზედაპირზე ამოვიდა, ცოტა უცნაურად მომეჩვენა ასე ადრე რომ დასრულდა სინოდის სხდომა.

"ალბათ იმდენი საკითხები დაგროვდა სამსჯელოდ, რომ მეორე დღეს მაინც მეგონა გაგრძელდებოდა. ეს არის მათი სამზარეულო, მათი პარლამენტი და ვფიქრობ, რომ შიგნით უნდა მოგვარდეს ყველა საკითხი, ეკლესიის წიაღში.

"რა შეეხება ამ სკანდალურ განცხადებას, მე ბედნიერება მქონდა გადამეღო საიუბილეო ფილმი ილია მეორეზე, სადაც მისი ცხოვრება და განვლილი გზა მთლიანად არის აღბეჭდილი. ამიტომ ძალიან დამწუხრებული ვარ ასეთი უმსგავსობა რომ მესმის პატრიარქის მისამართით.

"ძალიან რთული ვითარებაა და შემაშფოთებული, იმდენად სერიოზული, რომ შეიძლება ვერც ვაცნობიერებთ. მძიმე ვითარება, რომელიც საერო ცხოვრებაში ხდება, ახლა ეკლესიაში შეაღწია. ადამიანმა დაკარგა სული და ქვეყანა უზნეობას მიეცა" - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×