რეზონანსი
01.11.2019

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მეუფის პეტრე ცაავას შესახებ საინტერესო შეხდედულებას აქვეყნებს:

"ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ძალიამ მეცოდება პეტრე ცაავა. ის 17 წელია მღვდელმთავარია, ბევრი კარგი საქმეც აქვს გაკეთებული. ძალიან მალე საკმაოდ წინ წასწია ხევის და სტეფანწმინდის ეპარქია, დიდი დამსახურებები აქვს ბევრი ადამიანის მოქცევაში, ძველი საეკლესიო კულტურის აღდგენაში, მაგ. ქვის კვეთაში, არაერთი ტაძარი აღადგინა, ასევე უცებ განავითარა ჭყონდიდის ეპარქია, შემოქმედებითი ადამიანია, ენერგიული, მოწადინებული...

მე რომ ყაზბეგში მონასტერში ვცხოვრობდი, მღვდელმთავარი მაშინ პეტრე ცაავა იყო, იმდენად მიყვარდა ეს ადამიანი, რომ წვერის ფორმაშიც კი ვბაძავდი, მიხაროდა მისი ყოველი დანახვა, მას აქვს უნარი, შეაყვაროს ადამიანებს თავი, ვისთანაც ურთიერთობს...

მაგრამ... სულელი გამოდგა და მიამიტი, უკიჟინეს გვერდიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან. ილია მეორეს თუ რამე მიუღებელ ცოდვაში ადანაშაულებდა, სად იყო ეს 17 წელი, ის პირადად პატრიარქის მშობლიური მხარის ეპარქიას წინამძღვრობდა, გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა პეტრე ცაავას ილია მეორესთან...

აღმოჩნდა ისე, რომ სინოდში არც ერთი მღვდელმთავარი არ დაუდგა გვერდით, არადა სულ ცოტა, რამდენიმე ვიცი, ვინც პეტრეს აგიჟებდა, მართავდა. დიდ რისკებზე წავიდა პეტრე, ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ პოლუსებთან ორივესთან სპეკულირებდა. ანტირუსულ ძალებთან თანამშრომლობდა თითქოს და ყველაზე მეტად რუსული ძალისა და ფინანსების მიტროპოლიტის ინტერესებს ახორციელებდა... შემდეგ სულაც "ასტრალში" აღმოჩნდა, თავი მოწამედ წარმოიდგინა...

გამოვიდა ისე, რომ ყველა ძალამ თან გამოიყენა და თან გადააგდო, როგორც პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე შიდა საეკლესიო ძალებმა.

საპატრიარქოს კრიტიკაში ბევრ რამეში მართალიც იყო, შეიძლებოდა ამის შენარჩუნება, მაგრამ კრიტიკა თუ მხილება ომად აქცია, ეკლესიის წინააღმდეგ ომად..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×