რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ადვოკატი გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ონიანს საპატიმრო ვადა 3 ნოემბერს ეწურება, თუმცა უქმე დღეების გამო, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს ტოვებს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ გიორგი ონიანს შორის, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და გიორგი ონიანს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63, 64-ე მუხლების საფუძველზე 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წელი და 6 თვე გამოსაცდელი ვადა, მასვე 2 წლისა 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი ონიანს სასჯელის მოხდის ვადა უსრულდება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს. შესაბამისად, ამოწურა რა თავისუფლების აღკვეთის სახით მისჯილი სასჯელი, გიორგი ონიანი პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, „გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს", მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გათავისუფლდა საპატიმროდან", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×