რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი უკვე მარტვილისკე მიემართება.

„კურიერის ინფორმაციით", მეუფე გრიგოლ კაცია, გამგზავრებამდე პატრიარქს შეხვდა. მეუფე გრიგოლის თქმით, ხალხი განვითარებული პროცესების გამო აღელვებულია და საჭიროა მათი დამშვიდება.

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველის თქმით, მოვლენები რომ ასე მძაფრად არ განვითარდებულიყო, მეუფე პეტრეს უბრალოდ ეპარქიას შეუცვლიდნენ:

"აღელვებულია ხალხი, ვფიქრობ, რომ უნდა დავმშვიდდეთ, ვილოცოთ... გააფრთხილეს მეუფე, არ შეუჩერებდნენ მსახურებას, შეუცვლიდნენ ეპარქიას," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×