რეზონანსი
01.11.2019

 (რეზონანსი) ყოფილი მეუღლის დედის განზრახ მკვლელობასა და მეუღლის და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დედის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში და ყოფილი მეუღლის და მეუღლის მამის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ხ.ყ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს, თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, თაღლითობისთვის, ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ნასამართლევი ხ.ყ. დაახლოებით 00:30 საათზე, ყოფილი მეუღლის - ნ.რ.-ს სახლში შეიპარა და განქორწინებით განაწყენებულმა, მძინარე ნ.რ.-ს მოკვლის მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

ხ.ყ.-მ ასევე დაზარალებულის დასახმარებლად ოთახში შესულ ყოფილი მეუღლის დედას - დ.კ.-ს და მამას ვ.დ.-ს ოჯახის სხვა წევრების თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ნ.რ.-ს და ვ.დ. -ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ხ.ყ. 2019 წლის 5 თებერვალს ქ. თბილისში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ყ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის გადახდა.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×