რეზონანსი
01.11.2019

(რეზონანსი) საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მეუფე იაკობმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა.

„ქრისტიანული ცხოვრების წესი აგებული არის გულწრფელი შენდობის თხოვნაზე. როდესაც ადამიანს შეუძლია შენდობის თხოვნა, ეკლესია მას იწყნარებს. მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა. შინაარსს რაც შეეხება, როგორც მახსოვს, მან გაიმეორა, რომ ისევ იმავე აზრზეა და უკან არ მიაქვს სიტყვები.

მეუფე იაკობის ეს განცხადება ძალიან ინტენსიურად გამოიყენეს ეკლესიის ირგვლივ მძაფრი სიუჟეტის სასარგებლოდ",- განაცხადა ჯარმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. ასევე, მეუფე იაკობი აღარ იქნება საფინანსო განყოფილების უფროსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×