„თუ მკითხავთ, პრემიერი მეუფე იაკობის განცხადების მერე პატრიარქთან ეგრევე უნდა მისულიყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან", ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან ვიზიტს.
„რეზონანსი": "პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება"- დაახლოებით ორი დღის წინ ფეისბუქზე ეს სტატუსი გამოაქვეყნეთ, რა გახდა ამაზე ფიქრის საფუძველი?
არჩილ გამზარდია: პირადად მე ამ სტატუსის შემდეგ ჩვენი მედია ძალიან დამეხმარა, როდესაც ეს თემა გააშუქეს და საზოგადოებას აჩვენეს, რომ მსგავსი რამე მზადდებოდა და თუ ეს მოხდებოდა, ხელისუფლების ზრახვები გამოვლინდებოდა, ამის გარდა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა განაცხადა და ამ წუთისათვისაც ის ამბობს და თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელია, რომ მსგავსი შეხვედრები არსებობდა და შესაბამისად მე მაშინვე ხაზი გავუსვი, რომ რადგან ეს მუშაობა მიდის, სტატუსიც პრევენციით მიზნით დავდე.
იმის მიუხედავად თუ პატრიარქის მიმართ ვის რა დამოკიდებულება აქვს, ხელისუფლების მხრიდან ჩარევით არ უნდა იცვლებოდეს იერარქია ეკლესიაში, შესაბამისად ამაზე იყო ორიენტირებული.
პრინციპში ჩემმა სტატუსმა მედიის მუშაობამ თავისი პოზიტიური შედეგი დადო და ეს პროცესი თავიდან აცილებულ იქნა.
ამ ეტაპზე მსგავსი წინაპირობა არ არსებობს იმიტომ, რომ პატრიარქის გადადგომა ახლა ხელისუფლებასაც კი არ აწყობს, მეორე ის, რომ პატრიარქმა ამ წუთისათვის პროცესები შეაკავა, გადაწყვეტილებები მიიღო და სიტუაცია მართვადი გახადა.
თუმცა პროცესი რა მიმართულებით წავა, არავინ არ ვიცით, არ ვიცით თუ მეუფე პეტრე რანაირად გააგრძელებს მოქმედებას, თუ ის თავს მობილიზებას არ გაუწევს და პროცესს მშვიდად არ გააგრძელებს, იგი შესაძლოა ბოლოს განკვეთის რეჟიმში ჩადგეს და სასულიერო პირს სტატუსიც კი ჩამოართვან.
„რ": ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საჯარო განცხადებების გამო წმინდა სინოდს შენდობა სთხოვა, სინოდმა მეუფე იაკობს ტიტული შეუნარჩუნა და გაფრთხილება გამოუცხადა.
ა.გ: მეუფე იაკობმა მედიის საშუალებით თავის მოსაზრებები სასულიერი პირისათვის მეტად შეუფერებელი ფორმით გამოხატა, შესაბამისად, მან თავად აიღო პასუხისმგებლობა და ქორეპისკოპოსის და საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადადგა, ასევე მანვე ამ საქციელის გამო სინოდს შენდობა სთხოვა და მიმართა, რომ იგი ნებისმიერ პასუხისმგებლობას დაემორჩილებოდა, თუკი სინოდი ამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდიდა.სინოდმა კი ეს ყველაფერი გაითვალისწინა და გაფრთხილება მისცა, ვფიქრობ, რომ ესაა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა.
თავად მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ რაც შეეხება მოყვანილ ფაქტებს თითოეულ ფაქტზეა პასუხისმგებელი, სინოდს შინაარსის გამო არ მიუციათ საყვედური ან გაფრთხილება არამედ მათ გაფრთხილება ფორმის გამო მისცეს, შემიძლია ვთქვა, რომ სინოდმა კიდევ უფრო მეტი ლეგიტიმაცია მისცა იმ იმფორმაციას, რაც მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოთქვა.
ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოც ხელისუფლება გამოძიებას ვერ დაიწყებს და რომც დაიწყოს ძალიან რიტუალური იქნება იმიტომ, რომ დამნაშავე თავის თავს არ დასჯის, ამ ყველაფერს მინიმუმ ოფიციალური პროცესები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ სასამართლო სისტემით ბუნებრივია ამ ყველაფერს ეფექტი ვერ ექნებოდა.
„რ": ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მეუფე არ უნდათ,ამაზე რას იტყვით?
ა.გ: ის, რომ საკუთარი ეპარქიის წინამძღოლი მათთვის სანდო ადამიანია, უყვართ და ემორჩილებიან, ეს სრულიად გასაგებია, მაგრამ სასულიერო ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება, ისინი უპირველეს ყოვლისა მონაზვნები არიან და თუ საქართველოს ეკლესიის წიაღში დარჩენა სურთ, მაშინ ეს გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ, მათ ყოფილი წინამძღოლისათვის უნდა ილოცონ და უყვარდეთ, ბუნებრივია ამას ვერავინ დაუშვილს, მაგრამ მონაზონი არ შეიძლება,რომ სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდიოდეს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიის წიაღში უბრალოდ ადგილს ვერ პოულობენ და გამოდის, რომ მათ უნდა თქვან უარი ეკლესიაში ყოფნაზე.
ვფიქრობ, რომ ამ ემოციურ ფონს რომ გაივლიან, მათ ეს ყველაფერი უნდა მიიღონ და ცხოვრება გააგრძელონ.
„რ": პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდა,თქვენი აზრით რატომ იყო შეხვედრა ათწუთიანი?
ა.გ: ამაზე საუბარი ძნელია თუ რატომ ასე ცოტა ხანი, ან რა მიზნით მივიდა. თუ მკითხავთ, პრემიერი მეუფე იაკობის განცხადების მერე,პატრიარქთან ეგრევე უნდა მისულიყო, ეს მოკლე აუდიენცია ჩვენ შეგვიძლია გავაფორმოთ, როგორც პატრიარქის მხარდაჭერა მეუფე იაკობის განცხადებებისადმი, სხვა შემთხვევაში პრემიერს და პატრიარქს მიმდინარე მოვლენებზე თეორიულად ბევრად მეტი სასაუბრო დრო უნდა ჰქონოდათ,
როგორც ჩანს პატრიარქმა საკუთარი პოზიცია გამოხატა, რომლის თანახმადაც, ის მეუფე იაკობის ინფორმაციას იზიარებს და შეფასებებს და შესაბამისად, ალბათ ამის გამო ეს შეხვედრა ძალიან მარტივად დასრულდა, მიუხედავად იმისა თუ ფორმალურად და რიტუალურად ამ შეხვედრის აკადემიური ნაწილი როგორ გაფორმდება, შესაძლოა დაერქვას რომ პატრიარქი მოიკითხა, თუმცა ესეც ცოტა გაუგებარი იქნება იმიტომ, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
„რ": მეუფე პეტრეს პატრიარქის მიმართ ბრალდებაზე რას იტყვით?
ა.გ: ზოგადად მხილების მთავარი ფუნქცია ის არის, რომ რაღაც პროცესმა რაღაც მავნებლობა აირიდოს, მეუფე პეტრეს ეს რომ გაეკეთებინა 17 წლის წინ და ამისი საბაბი ჰქონოდა, ის შესაძლოა ამით რაღაც მანკიერებას შებრძოლებოდა, მაგრამ ახლა მხილების მთავარი მიზეზი იდეურად უბრალოდ დაკარგულია. მეორეც ეს ბრალი მხოლოდ პატრიარქის მიმართ არაა, ეს გულისხმობს იმას, რომ მეუფე პეტრემ ირიბად ანიშნებს, რომ სინოდიც კი ამ ყველაფერში ჩართული იყო, შეუძლებელია, რომ პატრიაქს რაღაცაში ბრალი დასდო და ამდენი ათწლეულია სინოდის წევრები ეპისკოპოსები არიან, რომლებიც პატრიარქთან ერთად ერთ გუნდს ქმნიდნენ და ისინი არ მოყვნენ დამნაშავეთა რიგებში.
პატრიარქის მიმართ დისკრედიტაციის და ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ, ახლა როგორც ჩანს შეეცადნენ, რომ ამ ფორმით გადამწყვეტი ბრძოლა ეწარმოებინათ, ამჯერად უკვე სინოდის წევრისაგან, ესეც ამ კამპანიის ნაწილია, ხელისუფლებები, რომლებიც ყოველთვის დილობდნენ საპარტიარქოში ჩარევას და ეკლესიის წინამძღოლის საკუთარი ვარიანტის ყოლას, ამ კამპანიის ნაწილი ჩანს პეტრე ცაავას მოქმედებაც,
თუ პეტრე ცაავას კეთილი გულით მხილება უნდოდა, პატრიარქი ამ ბრალდებისთვის ყველაზე არასწორი ადრესატი იყო, მაშინ მას მოქმედ მღვდელმთავრებზე უნდა მიეტანა იერიში, თორემ დღეს 86 წლის პატრიარქს, ადამიანს, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ბრალი ასეთ რამეში დასდო, რა თქმა უნდა ეს აბსურდულია,თუ სხვა ვითარებაში ასეთი არგუმენტები ჰქონდა, მაშინ თავის დროზე უნდა ეთქვა.
თუკი ორი კვირის წინ მეუფე პეტრემ აღმოაჩინა, რომ ეს ასეა და აქამდე არ იცოდა, ეს უკვე ფსევდომემამიტობაა და არადამაჯერებელია.