თამთა ჩაჩანიძე
01.11.2019

 რუსული ავიაკომპანია „იამალის" თვითმფრინავს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, აფრენისთანავე ძრავი მწყობრიდან გამოუვიდა. ის ახლა ტიუმენის საჰაერო სივრცეში ტრიალებს, რათა საწვავი დახარჯოს და დაშვებისას რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს.

ბორტზე იმყოფება 80 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.

ქალაქ ტიუმენის აეროპორტის ვებსაიტზე განთავსებული ჩაწერის თანახმად, „იამალის" სამგზავრო თვითმფრინავი S7 რეისს პეტერბურგში ახორციელებდა . თვითმფრინავი მოსკოვის დროით 6 საათზე აფრინდა (7 საათზე თბილისის დროით).

რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა, რომ ბორტზე ტექნიკური ხარვეზია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×