ია აბულაშვილი
02.11.2019

"პატრიარქი ძალიან ბრძენი კაცია, პატიოსანი და კეთილშობილი, მაგრამ ხანიდან და ჯანიდან გამომდინარე ის ენერგია აღარ აქვს რომ ეს უმსგავსობა დაალაგოს. როცა შენს გარშემო ამხელა ჯოჯოხეთია - ძნელია სამოთხე მოაწყო" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"ყველას უნდა, რომ ქართული ეკლესია დაიშალოს და ქართველი კაცის ცნობიერებიდან ქრისტეს მოძღვრება წაიშალოს. ამაზე ფიქრობს, ოპოზიციაც, პოზიციაც და თავად სამღვდელოება.

"ეს არის მეორედ მოსვლა და თუ ქრისტიანობა არ იქნება, ქვეყანაც აღარ იქნება. თუ სამშობლო გიყვარს, მაშინ ქრისტიანობაც უნდა გინდოდეს. როცა შაჰ-აბასი ქეთევან დედოფალს აწამებდა, ამას უყურებდა მთელი მსოფლიო.

"ქეთევან დედოფალი ეწამა, მაგრამ თავისი მრწამსით, თავისი ქალობით ქრისტიანობაც შეინარჩუნა და უამრვი ადამიანი ქრიატანად მოაქცია.

ახალ რა ხდება, ერთმანეთს დაერივნენ, ყველა თავის კეთილდღეობისთვის, სიმდიდრისთვის იბრძვის, აღარც ქრისტე ახსოვთ და არც პატრიარქი.

"ეს ეპიკოპოსები, ყველა არა, მაგრამ 80%-ი ჩემს თვალში არიან ანაფორაში გამოწყობილი სატანები.

"როგორ განვითარდება მოვლენები ვერ გეტყვით. ილია მეორე ბრძენი კაცია, პატიოსანი და კეთილშობილი, მაგრამ ხანიდან და ჯანიდან გამომდინარე ის ენერგია აღარ აქვს, რომ ეს ყველაფერი დაალაგოს. ძნელია, როცა შენს გარშემო ამხელა ჯოჯოხეთია მოწყობილი, სამთოხე მოაწყო" - განაცხადა "მთელ კვირასთან" გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×