რეზონანსი
02.11.2019

 (რეზონანსი) 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები შეიცვალა.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდამცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.

ცვლილება შეეხოტ ჯარისკაცების ხელფასებსაც - 1-ლი ნოემბრიდან ჯარისკაცებს ხელფასები გაეზრდებათ

1-ლი ნოემბრიდან ჯარისკაცების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით ხელფასები სამხედრო წოდების მიხედვით გაიზრდება და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×