რეზონანსი
03.11.2019

 ქობულეთში, სანაპიროსთან ახლოს, დიდი ზომის წავი იპოვეს, მოქალაქეებს „გიგანტური ვირთხა“ ეგონათ და მაშველები გამოიძახეს. 112-ში უცნაური შეტყობინების შემდეგ, ადგილზე ორი პოლიციის ეკიპაჟი და მაშველები მივიდნენ. ადგილზე ამოუცნობი ცხოველის ნაცვლად, წავი დახვდათ. როგორც სამაშველო სამსახურში "აჭარის ტელევიზიის" უთხრეს, დიდი ზომის წავი ახლომდებარე ტყეში გაუშვეს.

კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი წავი (Lutra lutra) ევრაზიის მთელ კონტინენტზე საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ საქართველოში ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც - გადაშენების პირას მყოფი სახეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×