რეზონანსი
03.11.2019

 

მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

"მეუფე პეტრემ აღნიშნული განცხადებები გააკეთა ეშმაკის დავალებით - ეშმაკის, რომელიც გამწარებულია პატრიარქის ამდენხნიანი მოღვაწეობით. დღეს ვხედავთ, ხალხი როგორ მოდის და მოაშურებს სამების საკათედრო ტაძარს, მან ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ამ ხალხმა ეკლესიაში არ იაროს. მან შეგნებულად, მიზანმიმართულად ადამიანების ეკლესიიდან გაგდების გამო გააკეთა ეს ყველაფერი. მას რომ ეკლესიაში პრობლემების მოგვარება უნდოდეს, ასე არ არის, მას უნდა, რომ პატრიარქი არ იყოს პატრიარქი და თვითონ და მისნაირებმა მართონ ეკლესია," - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×