რეზონანსი
03.11.2019

 

ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია,- ამის შესახევ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. იგი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

"შეწყალებასთან დაკავშირებით,ჩემი პოზიცია პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი, რომ არავითარი ცვლილება არც დებულებაში და არც კანონში საჭირო არ იყო. ყველაფერი იყო გაწერილი. თუ პრეზიდენტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა შეყალების საკითხს და წაიკითხავდა იმ ადამიანების სათქმელს რომელსაც იწყალებდა ის არ დაუშვებდა ამ შეცდომებს, თუ ეს შეცდომა იყო. პრობლემაც არ იქნებოდა. ვერ გეტყვით, რას იზამს ამ შემთხვევაში, საერთოდ, ჩვენი პრეზიდენტის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×