რეზონანსი
03.11.2019

 

(რეზონანსი) ჟურნალისტი შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

"ფოთის "ბლატნოი" უზრდელი მერი გოჩა კურდღელია, სათვალეებით და ჯიბეში ხელჩაწყობილი უდგას გვერდით სამეგრელო ზემო_სვანეთის გუბერნატორს და ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობასთან შეხვედრისას. მერი რომელიც "მტყუვნის დედაო... " "ეკაჩავა" ამას წინათ მოქალაქეებს და ძლივს გადაურჩა თავყბის დამტვრევას, სწორედ ასეთი ცინიზმით და არასერიოზულობით ეკიდება ფოთში "მულტიფუნქციური სოციალური სახლის" პროექტს. მისი ბიუროკრატიის და უვიცობის გამო თითქმის ერთი წელია ასოციაცია "თავისუფალი თაობა" და "სოციალურ მუშაკთა რეგიონალური ასოციაცია" მობილური ჯგუფებით კარდაკარ ემსახურება უკიდურესად შეჭირვებულ და გადაადგილება შეზღუდულ ფოთელებს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესმენების მხარდაჭერით!!! ბატონო გოჩა: კეთილი ინებე და ფოთის მერიის სოციალური სერვისების ხარვეზები გამოასწორეთ 2020 წელს, ჩვენ კი სამოქალაქო სექტორი და ადგილობრივი ბიზნესმენები არ "შეგაფერხებთ" რადგან აქამდე ვერ გაიაზრეთ ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ საკითხებში, თქვენი საკეთებელი თქვენვე მოაგვარეთ ჩვენთვის საქველმოქმედო შემოწირულობებიდან წილების მიღების გარეშე. თქვენს მიერ დაფინანსებული (სადაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩიეთ) ერთერთი ფონდისგან განსხვავებით უცხო ქვეყნის რეზიდენტურა არ ჩამოგვყავს დასტა დასტად ქვეყანაში ეგრეთწოდებული კვლევების ჩასატარებლად, ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებს ვუმსუბუქებთ ყოფას ამას კი უთქვენოდაც გავაკეთებთ. P. S. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, დარწმუნებული ვარ ამ ობიექტს აუცილებლად შეისწავლით სათანადოდ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×