უცხოელი სპეციალისტები და ფსიქოლოგები საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით საგანგაშო დასკვნებს აკეთებენ და ამბობენ, რომ სმარტფონს ნარკოტიკის მსგავსი ეფექტი აქვს.
კვლევის თანახმად, რომელშიც 2000-მდე 12 წლის მოზარდი მონაწილეობდა, გამოიკვეთა, რომ 84% სმარტფონის გარეშე სახლიდან ვერ გადის. სმარტფონდამოკიდებულება კი, თერაპევტების თქმით, დეპრესიას, აშლილობას, კისრის ტკივილს, ძილის დარღვევებს და დაუცველობის შეგრძნებას იწვევს.
სმარტფონები და პლანშეტები ორი წლის ბავშვებში მენტალურ პრობლემებს იწვევს.
სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორებმა ამერიკაში 40 ათასი ბავშვის მონაცემები შეაგროვეს. ისინი 2-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ 2 საათზე მეტს ვინც ატარებდა ტელეფონთან, ისინი კონტროლს კარგავდნენ და ადვილად დამშვიდება არ შეეძლოთ.
ბავშვებს ყველაზე დიდ მაგალითს მშობლები აძლევენ. შეწყვიტეთ ტელეფონის გამოყენება მთელი დღე. არასდროს გამოიყენოთ ტელეფონი ჭამის დროს.
5 წლის ქვემოთ ბავშვებმა სმარტფონებთან მაქსიმუმ 1 საათი უნდა გაატარონ. სკოლის ასაკის ბავშვებმა ან თინეჯერებმა კი დახლოებით 2 საათი.