რეზონანსი
04.11.2019

 ვანდალური ფაქტი მოხდა ახალქალაქში. დარბეულია სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო.

დაზიანებულია ხატები. მრევლის თქმით, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.

ცნობისთვის, ეს მეორე შემთხვევაა, როცა არნიშნულ სალოცავს არბევენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×