ლიეტუვური მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს, სასამართლოში უჩივლეს ბინის ქირის გადაუხდელობის გამო და ჯარიმაც დააკისრეს, რომელიც მას არ გადაუხდია.
გამოცემა Lietuvos rytas-ის ცნობით, 2016 წლის სექტემბერში სალუქვაძემ, მაშინ უკვე ელჩმა, გააფორმა გრძელვადიანით ხელშეკრულებით იქირავა ძვირადღირებული ბინა ვილნიუსის მთავარ ქუჩაზე, გედემინასის პროსპექტზე;
გამოცემის ცნობით, მან ხელშეკრულება დადო ესპანეთის მოქალაქე მანუელ რუის გარსიასთან, რომელსაც ყოველთვიურად 3050 ევროს უხდიდა; ხელშეკრულების ვადა 2018 წლის 21 სექტემბერს იწურებოდა.
გამოცემის თანახმად, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ელჩს ხელშეკრულება არ განუახლებია, ისე გააგრძელა ცხოვრება აპარტამენტში და მხოლოდ 2019 წლის აპრილში გადავიდა იქიდან, - მას შემდედ, რაც ელჩის უფლებამოსილება ამოეწურა.
2019 წლის ივლისში - მას შემდეგ, რაც მეპატრონეს უჩივლა - სასამართლომ მას ბინის, იჯარისა და სასამართლო ხარჯების გადახდა დააკისრა. სტატიის თანახმადვე, სალუქვაძე უარყოფს ვალის არსებობას.
"ნეტგაზეთი"