თეოლოგი გოჩა ბარნოვი მიიჩნევს, რომ ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც დამოკიდებული არ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაზე. არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამს პატრიარქს და ამით არჩევნებზე მეტ ხმას მიიღებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო რეალურად სეკულარული სახელმწიფო არ არის.
„ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც დამოკიდებული არ ყოფილიყო საქართველოს ეკლესიაზე. დღესაც, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მეტ ხოტბას შეასხამს პატრიარქს და ვინ უფრო დიდ ერთგულებას გამოხატავს პატრიარქისადმი. ეს არის ამაზრზენი საყურებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ არის სეკულარული სახელმწიფო, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. გამოდის, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულები არ არიან, ხოლო პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ პატრიარქის ავტორიტეტს. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საქართველოსათვის საერთაშორისო არენაზე", - განუცხადა აიპრესს" ბარნოვმა.