რეზონანსი
04.11.2019

 (რეზონანსი)ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემო გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფება. მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაიჭრა გემის დაცვის ერთი წევრი. შემთხვევა დღეს, დასავლეთ აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკაში მოხდა.

ბერძნულ მედიასთან საუბარში საზღვაო ძალების წარმომადგენლობა იუწყება, რომ გატაცებულთა შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქე, ასევე ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელი მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულია ბერძნული ტანკერი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×