რეზონანსი
05.11.2019

 (რეზონანსი)ყვა­რელ­ში ავა­რი­ას სამი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და. "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მან­ქა­ნა­ნა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ავ­ტო­მო­ბილ­ში 20-21 წლის ასა­კის 4 ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და.

მათ­გან ერთი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბულს, იგი თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი - 22 წლის შოთა ხუ­ტუ­ნაშ­ვი­ლი, 17 წლის ნიკა აბუ­ლა­ძე და 22 წლის დი­მიტ­რი ასა­ბაშ­ვი­ლი სო­ფელ შილ­დი­დან იყ­ვნენ.

"ბე­ბია გრძნობ­და ალ­ბათ, არ წახ­ვი­დეო, აფრ­თხი­ლებ­და. ძა­ლი­ან სწრა­ფად და­დი­ოდ­ნენ. უბე­დუ­რე­ბა მოხ­და" - აცხა­დე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი.

AMBEBI.GE სო­ფელ შილ­დის რწმუ­ნე­ბულს ესა­უბ­რა:

"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, ეს ბი­ჭე­ბი სულ ერ­თად იყ­ვნენ. რო­გორც ვიცი, ნიკა სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. შო­თამ ჯარი მო­ი­ხა­და. ვისი მან­ქა­ნი­თაც გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ 19 წლის არის" - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ხუ­ციშ­ვილ­მა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: შოთა ხუ­ტუ­ნაშ­ვი­ლი და ნიკა აბუ­ლა­ძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×