რეზონანსი
05.11.2019

 (რეზონანსი)დეპუტატმა სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დეპუტატს მხარი დაუჭირა სახალხო დამცველმა და სხვა პოლიტიკოსებმაც.

მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახით ძალადობა მიუღებელია.

„მიუღებელია ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა. ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×