(რეზონანსი)გეიდრამის გამო, ლევან ვასაძემ უცხოეთში ვიზიტი გადადო - ამის შესახებ ლევან ვასაძემ დღეს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან ასევე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ლევან ვასაძე ლევან აკინის რეჟისორობით გადაღებულ ფილმს გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართველმა ერმა ამ ფილმის ჩვენება არცერთ კინოთეატრში არ უნდა დაუშვას.
„ჩემდა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისევ ვერ შევძელი ამ ამბავზე გაჩუმება. 8 ნოემბერს სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებელად. ორგანიზატორებს დიდი ბოდიში მოვუხადე დღეს თბილისში დავრჩი, რადგან თქვენთან ერთად კვლავ ვიბრძოლო ჩვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად. ჩემი აზრით, ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არც ერთ ამ 6 კინოთეატრში 3 დღის განმავლობაში" - განაცხადა ლევან ვასაძემ
შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა 8-10 ნოემბერს კინოთეატრებში გაიმართება, რომლის ბლოკირებასაც, პროტესტის ნიშნად, „ქართული მარში გეგმავს".