
გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ის და მისი მომხრეების კინოთეატრებში ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას არ დაუშვებენ. მისი თქმით, ისინი კინოთეატრების შენობების პიკეტირებას მოახდენენ.
"ჩვენ გვეხება ბავშვთა დაცვა, როცა გადის სიბინძურე და ამის პროპაგანდა , უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები.
საელჩოებო მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მიიღონ ამ ბაკქანალიაში მონაწილეობა და სახელმწიფო დუმს. ამიტომ, ქართველ ხალხს აქვს უფლება დაიცვას წესრიგი, კანონის დაცვით, მაგრამ ფიზიკური ხელის შეშლით. შეიძლება ჩვენ დარბაზი დავიკავოთ წინასწარ, შეიძლება გავაკეთოთ პიკეტირება, მაგრამ ჩვენ ამ სამი დღის განმავლობაში არ უნდა დავუშვათ, არც ერთ ამ საშინელების ჩვენება. მადლობა მინდა, ვუთხრა ნინო სუხიშვილს, რომელმაც უარი თქვა ამ სიბინძურეში მონაწილეობაზე" - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ თუ კი პოლიცია ეცდება, რომ მას და მის მომხრეებს ხელი შეუშალოს, თავადაც ანალოგიურად მოიქცევიან.
"ჩვენ ვგეგმავთ რვაში საღამოს 5 საათიდან შეკრებას „ამირანთან“, 19:30 -ზეა ჩვენება. ვეცდებით დავიკავოთ დარბაზი, ან მოვახდინოთ პიკეტირება. ვიცით, რომ ჩვენება ეწყობა თავისუფლების მოედანზე, ცენტრში, ასევე „ისთ ფოინთში“, გვეყოფა იმის ძალები, ყველგან გავაგზავნოთ ჩვენი ხალხი. ასევე იქნება ბათუმშიც. მთავრობას მოვუწოდებთ აღკევთოს ეს ბინძური პროვოკაცია . ბილეთები გაყიდულია, ძირითადად იყიდეს საელჩოებმა. იმედი გვაქვს ჩვენი პოლიცია ქართველ ხალხს არ დაარბევს“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.