
(რეზონანსი) მეუფე ზოსიმე მღვდელი გიორგი სხილაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელშიც სემინარიის სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსუალურ თავდასხმაზეა საუბარი.
"ეს იყო 30-31 წლის წინ. არც გიორგი სხილაძე მახსოვს, არც კალაძე მახსოვს და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი ის იყო, ჩვენ იმ პერიოდში მოვითხოვეთ სულიერობა, შინაგანა წესის დაცვა, ისინი კი სულიერობას დაუპირისპირდნენ და ის მტრობა ჩვენსკენ გადმოიტანეს", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ "მთავარ არხთან" საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მამა გიორგი სხილაძე იტყუებოდეს, მეუფემ აღნიშნა, რომ ის წაქეზებულია.
"გიორგი სხილაძე მე მგონია ვიღეების წაქეზებით მოქმედებდა. ეს იყო ანტიეკლესიური გამოსვლა. ეს არ იყო მხოლოდ მეუფის წინააღმდეგ გამოსვლა, ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლაც", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.