რეზონანსი
05.11.2019

 

(რეზონანსი) ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, კიანუ რივზისა შეყვარებულის გამოჩენას ეხმაურება და წერს, რომ მისი ძალიან შურს:

"კიანუ რივზი 55 წლის არის. მისი რჩეული 46. უბრალოდ ქალმა გადაწყვიტა ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ დაიბეროს და კისრის ნაოჭიც ადგილზე დატოვოს.

მშურს ყველა ასეთი ქალის. რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია კარდაშიანების სამყარო. კიდია ასაკი, ნაოჭი. და მისი სტანდარტი ინდივიდუალიზმია და არა მასა, რომელიც ითხოვს იყო ისეთი, როგორც თვითონ არის.

და აქვე დავდებ ფოტოს, რა მოხდებოდა ქალს რომ თმები შეეღება, წამწამები დაეკრა, ნაოჭები გაექრო და ტუჩის ოდნავ გაეპუტკუნებინა" - წერს ტელეწამყვანი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×