რეზონანსი
06.11.2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  15 ნოემბრამდე განსაკუთრებით  თბილი ამინდი იქნება. წინასწარი პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვის ბოლომდე თბილი ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში, ცალკეულ დღეებში მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს +23,+25 გრადუსს. (სამეგრელო, იმერეთი, გურია).

მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 5-6 ნოემბერს +15-დან +20 გრადუსამდე. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა 20-22 გრადუსიც დაფიქსირდეს.

მთიან და მაღალმთიან რეგიონში დღისით მაქსიმალური ტემპერატურა იქნება თბილი. მთიანეთში +20,+23 გრადუსი, სამხრეთ მაღალმთიანეთში (წალკა, ახალქალაქი, ბაკურიანის მიდამოები) მაქსიმალური  ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. ჩრდილო მაღალმთიანში კი (გუდაური,კობი) +15+17 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა.

უახლოესი 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ტემპერატურა +20 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×