რეზონანსი
06.11.2019

  აზარტული თამაშების კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - ბათუმში, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა:

"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით..." - წერია 23 წლის ახალგაზრდის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: პირველირადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×