რეზონანსი
06.11.2019

 (რეზონანსი)წილკნელი ეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს საგანგებო პრესკონეფრენციის ეხმაურება. საქმე ეხება სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების განცხადებას, რომელთა თქმითაც, 1988 წელს სასწავლებლის მაშინდელი რექტორი, მეუფე ზოსიმე სოდომურ ცოდვაში ამხილეს, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

მიტროპოლიტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ ბრალდებას ცილისწამება უწოდა და განმარტა რეალური მიზეზები, რის გამოც მაშინ რექტორის თანამდებობა დატოვა. მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ სასწავლებლის რამდენიმე სტუდენთან მკაცრი საუბარი მოუწია დისცილინის გამო, რადგან ისინი იმ დროს თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციების გამო სასწავლებლის შიდაგანაწეესს არღვევდნენ. მიტროპოლიტი ზოსიმე მიიჩნევს, რომ ამან სტუდენტების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან აღქმული იქნა ისე, თითქოს სასწავლებლის ხელმძღვანელობა ეროვნული მოძრაობის მიმართ ინდიფერენტული იყო, რამდენიმე სტუდენტი კი რექტორის კაბინეტში შეიჭრა და მისი გადადგომა მოითხოვა.

„ეს იყო ანტიეკლესიური მოძრაობა. მივხვდი, რომ ესენი მარტო არ იყვნენ და მათ უკან რაღაც ძალები დგანან. რატომ მანცდამაინც დღეს? 31 წლის შემდეგ? წარმოიდგინეთ, სტუდენტები შევარდნენ რექტორის კაბინეტში. მე წავედი თანამდებობიდან ვითარების განსამუხტად... შევძრწუნდი ისეთი რაღაცეები მოვისმინე. ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებდნენ. ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩულება სურდათ იმ ძალებს, ვინც მათ უკან იდგნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო ყოფილი ეპისკოპოსი, ქრისტეფორე წამალაიძე, რომელიც თუ არ ვცდები ბაფთისტური ეკლესიიდან მოვიდა და ვერ გაითავისა მართლმადიდებლური ეკლესიის წესები და კანონიკა. ის პროცესები, რაც მაშინ ხდებოდა არ იყო ადვილი, მე ეს ტკივილი დღემდე მომყვება, იცით რა ძნელია?!", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ პრესკონფერენციაზე.

მისი ინფორმაციით, ყოფილმა სტუდენტმა, რომელმაც მას თავის დროზე ცილი დასწამა, მოგვიანებით შეინანა და განცხადა, რომ სხვების წაქეზებით და მითითებით მოქმედებდა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×