რეზონანსი
07.11.2019

 საფრანგეთმა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა. შეზღუდვა 6-დან 15 წლამდე მოსწავლეებზე ვრცელდება და ქვეყნის უკლებლივ ყველა სკოლაზე ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონებით სარგებლობა საკლასო ოთახებში ისედაც შეზღუდული იყო, თუმცა წესები სკოლის მთელ ტერიტორიაზე მკაცრდება. ბავშვები ვერც შესვენების დროს და ვერც სკოლის სასადილოში შეძლებენ მობილურის გამოყენებას.

ცვლილებების ინიციატორები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მოწყობილობების წყალობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის 12 მილიონი მოსწავლე კონცენტრაციის უნარს კარგავს. ახალი წესი კი, სკოლის მოსწავლეებს ცოდნის მიღების დროს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციაში დაეხმარება, ასევე, ხელს შეუწყობს დისციპლინას.

სკოლის მოსწავლეებს როგორც გაკვეთილის მიმდინარეობისას და ასევე, შესვენების დროს, საკუთარი მობილური ტელეფონების გამორთვა და კარადაში შენახავა დაევალათ.

საქართველოში კი ამ მხროვ სრული განუკითხაობაა. მოსწავლეები შუა გაკვეთილის დროს არათუ მობილურს იყენებენ, არამედ სოციალურ ქსელში "მუსაიფობენ", სელფებს იღებენ და სხვადასხვა ფოტოებს თუ ვიდეოებს აზიარებენ. პედაგოგბს კი მათი პირადი ნივთის ჩამორთმევა ეკრძალებათ, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იშვიათად მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილის ჩაშლის მიზეზი ხდება. ჯერჯერობით საქართველის განათლების სამინისტრო, ფრანგი კოლეგებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე მუშაობას არ აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×