რეზონანსი
07.11.2019

 საფრანგეთის ხელისუფლება საემიგრაციო წესებს ამკაცრებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედურად ფილიპის მიერ გასაჯაროებული გეგმის თანახმად, ხელისუფლება მიგრანტთა კარვების რამდენიმე ქალაქის დაშლას აპირებს, ასევე იგეგმება ქვეყანაში ლეგალურად ჩასულ მიგრანტ მუშებზე კვოტების დაწესება.

ახალი წესების მიხედვით, საფრანგეთში ახალჩასული თავშესაფრის მაძიებლები ვერ ისარგებლებენ ჯანდაცვის სერვისით, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების გარდა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პოლიციამ პარიზში, პორტ-დე-ლა-შაპელში მდებარე მიგრანტთა ბანაკიდან მიგრანტები უკვე გაიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×