რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)ფოთის ახალ ქართულ უნივერსიტეტში სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა და საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

დეკანოზი, დავით ისაკაძე მეუფე გრიგოლს მაკცრად აფრთხილებს. მისი თქმით, ფოთელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა პირდაპირ თუ ირიბად მხარი დაუჭირა პეტრე ცაავას „ამორალურ" ქმედებას.

„ამ უღირს ქმედებას გარკვეულწილად ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა ეპისკოპოსმა, ეს არის ფოთელი მიტროპოლიტი. როდესაც მან კამერების წინაშე განაცხადა, რომ ეს საკითხი რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა უნდა იყოს განხილული და გადაწყეტილება ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გადწყვეტილება მიღებული. ეს არის გნებავთ ირიბი, გნებავთ პირდაპირი ჩარევა და მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ, ამორალურ და ზნედაცემულ ქმედებაში.

მე თავს მივცემ უფლებას და გავაფრთხილებ მკაცრად, რომ კამერებთან ამ საკითხზე, როდესაც ეს ეხება კათალიკოს პატრიარქს, არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის უფლება, რომ სინოდალური განხილვისკენ მოეწოდებინა ეპისკოპოსებისთვის, რადგან ეს არის იქითკენ მიმართული ქმედება, რომ საეჭვო გახდეს ადამიანის ზნეობის შესახებ მსჯელობა",- განაცხადა დავით ისაკაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×