რეზონანსი
07.11.2019

 (რეზონანსი)ბათუმში მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში ახორციელებდა. ახალგაზრდა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

„30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბრიგადას იგი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. დაღუპული მეოთხე სართულზე სავარაუდოდ ბინას არემონტებდა. კორპუსი მშენებარე არ არის" - განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×