რეზონანსი
07.11.2019

(რეზონანსი) ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ "კურიერთან" სინოდის სკანდალური სხდომის დეტალებზე ისაუბრა. მამა შალვას თქმით მეუფე პეტრემ პატრიარქისკენ გაიწია, რის შემდეგაც მას სხდომა ძალით დაატოვებინეს.

"მეუფე პეტრემ პირდაპირ გაიწია პატრიარქზე, წარმოიდგინეთ. მეუფე შიო ჩამდგარა შუაში როგორც მე ვიცი, მეუფე იაკობიც მგონი და გაიყვანეს მერე ძალით. ვიცი, რომ წვერებში მოჰკიდა ხელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი იხსენებს, რომ წვერები ჰქონდა ერთ-ერთი ეპისკოპოსის ხელშიო და ზუსტად რომლის იყო, არ ვიცი. ამ ჯაჯგურში თვითონაც იწევდა. მეუფე იაკობს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. როდესაც ეს ხმაური და ყვირილი დაიწყო ყოფილმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, დაცვამ იმ წუთშივე შეაღო კარი, მაგრამ მეუფე თევდორემ იმ წუთშივე გაუშვა დაცვა. ეპისკოპოსებმა მერე ძალით გამოიყვანეს მეუფე, ნახეთ კიდევაც კუკნულ ბარტყულიც კი შემოტრიალებული ჰქონდა ამ ჭიდაობაში. მადლობა ღმერთს, რომ ხელით არავინ შეხებია,"- განაცხადა მამა შალვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×