რეზონანსი
08.11.2019

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიის რეიტინგი მთელი ქვენყნის მასშტაბით დაახლოებით, 27-დან 30 %-მდე მერყეობს. დაბალი რეიტინგის გამო გაბრაზებული ივანიშვილი დაემუქრა თანაგუნდელებს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებს ყვება. "ოცნების" ლიდერი ასე განრისხებული დიდი ხნის ნაცნობებსაც არ უნხავთ.

"ეს საკმაოდ ცუდ სურათს აჩვენებს "ქართულ ოცნებას" , დაახლოებით ეს  27, 28, 30, 32% არის ის, მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება არჩევნებზე მიიღონ" - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მმართველი გუნდიდან დემარშით წასული პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ბევრის თანამდებობას და გავლენას შეიწირავს.

"მე მგონია, რომ ეს ყვითელი ბარათები, რომლებიც დაგროვდა ვიღაცეების მიმართ გადაიქცევა წითელ ბარათებად და ვიღაცეები ამ პროცესს შეეწირებიან" - ამბობს ეკა ბესელია.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×