რეზონანსი
09.11.2019

პოეტი ტარიელ ხარხელაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ახალ ლექსს აქვეყნებს. ლექსში პოეტი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე წუხს.

"ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს...

ყველგან ჭკუის სიმწირეა,

ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო -

რა მზაკვრულად გვიცინიან,

სირცხვილია საქართველოვ,

საქართველოვ! - სირცხვილია...

რა ვქნა, როგორ დავემალო

მუხლის მოხრას, ზიზღს და ლაქუცს,

შიშსა ვმალავ,რწმენას ვმალავ,

ვმალავ - რადგან მავანსა სურს,

რა პასუხს სცემ საქართველოვ

სისხლით ნაწერ წმინდა წარსულს.

არავისი აღარ მჯერა,

აღარც სიკვდილს არ მაცლიან,

ვერაფერი მიყო მტერმა -

ჩემმა სისხლმა დამაქცია,

არ გაცლიან საქართველოვ,

წამოდგომას არ გაცლიან....

მთებზე სქელი ჯანღი წვება,

ჯანღში ნათლის სიმცირეა,

შენი დროის დავიწყება,

სირცხვილია, სირცხვილია,

საქართველოვ სირცხვილია..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×