რეზონანსი
09.11.2019

(რეზონანსი) თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს პირველი არხის შენობის წინ, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. ავტომობილი, რომელიც მამაკაცს დაეჯახა, ადგილიდან არ მიმალულა. მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×