რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, უკმაყოფილოები არიან,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.

არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს შეახსენა, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოში ქველმოქმედებას რამდენიმე ათწლეულია, ახორციელებს და მის მიერ გაწეული ქველმოქმედებისთვის ქულებს სხვები იწერენ.

მისივე შეფასებით, ოპონენტთა ამგვარი დამოკიდებულება თავად ოპოზიციის ამ ნაწილის ღირებულებებზე მეტყველებს.

„ეს არის იმ ადამიანების განცხადება, რომელთაც შურთ ან რომელთათვისაც მიუღებელია, რომ შესაძლოა, მათ გარეშე ქვეყანაში რაღაც პოზიტიური კეთდებოდეს. ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს. სხვები ჭრიდნენ ლენტებს, სხვები ესწრებოდნენ პრეზენტაციებს და მას არასდროს არ გამოუთქვამს საყვედური ამასთან დაკავშირებით და არც საჯაროდ არ უთქვამს, რომ სინამდვილეში, სხვა ადამიანები ცდილობდნენ დაეწერათ ქულები იმ ქველმოქმედებაზე, რომელსაც ის ახორციელებდა 90-იანი წლებიდან. არც შემდეგ, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, გახდა საჯარო პირი, არც შემდეგ არასდროს მოგვისმენია მისი საყვედური ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×