„ეს საკითხი „ოცნებაში“ არ განხილულა, ამიტომ ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვიტყვი, დაუჭერენ თუ არა მხარს მე-უფე იაკობის განცხადებეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. პირადად მე ამ კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ, რად-გან მიმაჩნია, რომ პარლამენტი საგამოძიებო ორგანოდ არ უნდა გადაიქცეს“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, მეუფე იაკობის განაცხადებებთან დაკავშირებით პარალამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.
ცნობისთვის, დადაგენილების პროექტის თანახმად, დროებითმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და დაადგინოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში; ასევე პრემიერ-მი-ნისტრის გახარიას და შს მინისტრის გომელაურის შესაძლო მონაწილეობა ამ პროცესიის მომზადებაში.
„ეს არის ოპოზიციის მხრიდან მორიგი მცდელობა, როგორმე რეპუტაცია შეურყიონ „ქართული ოცნებას“. მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ სატყუარას წამოეგოს.
„რა უნდა გამოიძიონ, არ მესმის. ერთი კაცი ამბობს, რომ ვიყავი ამ შეხვედრაზე და იქ იყო კიდევ სამი კაციო. ეს სამი კაცი კი ამბობს, რომ ეს სიმართლე არ არისო. მეოთხე და მეხუთე კაცის ძებნას ხომ არ დაიწყებენ?
„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი "ოცნებაში" არ განხილულა. ამიტომ ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვიტყვი დაუჭერენ თუ არა მხარს "ნაციონალების" ამ მოხოვნას. პირადად მე ამ კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ პარლამენტი საგამოძიებო ორგანოდ არ უნდა გადიქცეს და შესაბამის უწყებებს უნდა მივცეთ საშუ-ალება თავისი საქმე აკეთონ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.