ტატა შოშიაშვილი
10.11.2019

 „ქვების სროლით ერთმანეთს ვერც კარგს დავუმტკიცებთ და ვერც ცუდს... როდესაც მოვა პროცედურის დრო, მანდვილად არ მომერიდება უარის თქმა იმისთვის, ვისთვისაც გადაწყვეტილი მაქვს“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე „რეზონანსთან“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაზე საუბრისას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

კობალაძის თქმით, იგი უვადო მოსამართლეების შერჩევისას იხელმძღვანელებს იმ პასუხებით, რომელიც კანდიდატებმა გასაუბრების დროს გასცეს:

„რომელ მათგანს მივცემ ხმას, არ ვიცი. როდესაც მოვა პროცედურის დრო, მანდვილად არ მომერიდება უარის თქმა იმისთვის, ვისთვისაც გადაწყვეტილი მაქვს და იმ კანდიდატების მხარდაჭერა, ვისზეც ჩავთვლი, რომ მხარი უნდა დავუჭირო. აბსოლუტურად არ ვარ შეზღუდული ამაში. პირველ ყოვლისა, ვიხელმძღვანელებ სამართლის ჩემი განწყობითა და იმ კითხვებზე პასუხებით, რომელიც მივიღე მოსამართლეობის კანდიდატებისგან და მიიღეს ჩემმა კოლეგებმა

„ქვების სროლით ერთმანეთს ვერც კარგს დავუმტკიცებთ და ვერც ცუდს. მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ამა თუ იმ პოზიციაზე ჩემს მიერ მოწონებული თუ დაწუნებული კანდიდატის შესახებ სხვის მიერ აზრის დაფიქსირებაზე მექნება შეუვალი და ისეთი პოზიცია, რომ კედელს თავს დავუშენ“, - დასძენს კობალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×