რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) გია ვოლსკისგან ეს არის ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი. არის ნაწილი ხალხისა, ვისი მხრიდანაც ღირსებაზე ლაპარაკი არის მხოლოდ თაფლი და შაქარი ჩემთვის,- ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას მის შესახებ.

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია „ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება, ლევან ვასაძე პასუხობს: "დარწმუნებულნი არიან, რომ მისი თანაგუნდელები არიან?"

რაც შეეხება ვასაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას, როგორც მან აღნიშნა,

პოლიტიკაში მოსვლა არ სურს. თუმცა, არასდროს უთქვამს, რომ ამას გამორიცხავს.

"მე მიმაჩნია, რომ ეს არ მინდა და ეს უმძიმესი ჯვარია ჩემთვის,"- განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, უფრო ვრცლად ამ საკითხებზე მიმართვაში ისაუბრებს. ამ დროისთვის ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები ვერის პარკში იმყოფებიან. მოგვიანებით, ისინი კინოთეატრ ამირანთან გადაინაცვლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×