რეზონანსი
10.11.2019

(რეზონანსი) მე მაინც უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ იმ ფაქტით, რომ გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურცხყოფა ჩემი ქვეყნისა, - ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ თანამოაზრეებს.

ვასაძის თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში დღეს ყველზე „მძიმედ არის".

„მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს. არ ვიცი, რითი ავხსნა ეს. შეიძლება პრესას ნაკლებად აინტერესებდეს ერთი პიროვნების აღქმა ან განცდა, მაგრამ მიუხედავად საოცარი ბრძოლისა, საოცარი კულტურისა, საოცარი ვაჟკაცობისა, საოცარი მაგალითისა, რომელიც მთელმა საქართველომ მისცა მთელ მსოფლიოს, როგორ აღუდგეს წინ ცივილიზებულად გარყვნილების ძალადობრივ თავზე მოხვევას, მე მაინც უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ იმ ფაქტით, რომ გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურცხყოფა ჩემი ქვეყნისა. რაც არ არ უნდა ვაკეთო, ამ განცდას ვერ გავურბივარ.

მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკთხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდი მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის", - განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის აღნიშნულ განცხადებას ვერის ბაღში ტაში მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×