რეზონანსი
11.11.2019

 მარტვილის და სალხინოს მონასტრების ყოფილი და კოჯრის წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის მამათა მონასტრის ახლანდელი წინამძღვარი მამა ილია აცხადებს, რომ მეუფე პეტრესთან უთანხმოება 2012 წლის მოახლოებული არჩევნების გამო დაიწყო. მამა ილიამ და მასთან ერთად კიდევ 20-მდე ადამიანმა მეუფე პეტრეს ეპარქია 2012 წელს დატოვა. და ამ კონტექსტში მამა ილია ციხის კადრების საქმესაც ახსენებს. 

როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, ის მეუფე პეტრესთან მივიდა, რადგან აინტერესებდა რას იტყოდა მეუფე ამის შესახებ. 

"როცა ციხის კადრები გავრცელდა მივედი მეუფესთან და დავინტერესდი რას მეტყვის. და მან თქვა, რომ ვინც ამას აკეთებდა, ვინც ხალხს აწამებდა და აუპატიურებდა ისინი გმირები არიან. ამას ამბობდა, თითქოს სჯეროდა კიდეც ამის. ეს არის ადამიანი, რომელიც სიტუაციას ერგება. არ ვიცი მაშინდელ მოქმედ პარტიასთან რა ვალდებულებები გააჩნდა, უბრალოდ შევატყვე, რომ არ შეეძლო სხვანაირად ეპასუხა. მან თქვა, რომ ის, ვინც ეს კადრები გაავრცელა მოღალატეები არიან სამშობლოსი და ჩვენ [მღვდლები] ვცდებით", - განაცხადა მამა ილიამ "კვირის თემაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×