რეზონანსი
11.11.2019

 

(რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი საქართველოს კინოთეატრებში გეი-ურთიერთობებზე შექმნილი ფილმის ჩვენების გამო ატეხილ აჟიოტაჟს ფეისბუქში ეხმიანება:

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყურით გაგონილს თვალით ნანახი სჯობს!

რომ არა ფილმის შემქმნელების უკუღმართი პიარი და პროვოკაციული ფრაგმენტაცია, ამ ფილმს საზოგადოება ჩვეულებრივად მიიღებდა.

რას აპიარებთ და არეკლამებთ?!

ეს არ არის დიდი ხელოვნება, რომ ადამიანების მეხსიერებაში დაილექოს და თაობებზე მოახდინოს გავლენა!

ფილმში ერთი დასამახსოვრებელი ფრაზაც კი არ არის! თუნდაც ერთი!

არ არის ეს ფილმი პროპაგანდა!

პროპაგანდისა ცოტა კი არა, ბევრი გამეგება და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ!

ნურც მე დამიჯერებთ და ნურც - სხვას: აუცილებლად ნახეთ, რაკი ამდენი აურზაური გამოიწვია!" - წერს ბონდო მძინარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×