რეზონანსი
11.11.2019

(რეზონანსი) თბილისის 74-ე ბაგა- ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მშობლებმა მიაწოდეს.

თავად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სააღმზდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.

"74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედმამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა", - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

უწყების ინფორმაციითვე, მუნის შემთხვევა სხვა ბაღებში არ დაფიქსირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×