რეზონანსი
11.11.2019

"ქართული მარშის" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ფეისბუქის პირად გვერდზე, წერს:

"ქართული გეი-ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება შესაძლოა აიკრძალოს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში.

საქმე ეხება ბავშვთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დარღვევას. ფილმში გადაღებული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლების პროტესტს სერიოზული გამოხმაურება მოყვა დასავლეთ ევროპაში. ასევე საკითხით დაინტერესდა მრავალი ავტორიტეტული ბავშვების უფლებების დაცვის ორგანიზაცია. ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე ეცნობა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის ფონდს-UNICEF.

თუ დადასტურდა ბავშვთა უფლებების დარღვევა, ამ შემთხვევაში ჩამოერთმევა ყველა პრიზი და მისი ჩვენება აიკრძალება. შეგახსენებთ რომ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც გადაიღეს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით წაიყვანეს გადაღებებზე და მათთვის შეურაცხმყოფელია ამ ფილმში თავიანთი შვილების ხილვა."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×