
შარშან ემიგრაციის მაჩვენებლი მკვეთრად გაიზარდა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ეფრო და ეფრო მეტ ადამიანს აიძულებს უცხოეთში გადაიხვეწოს. რაც ყველაზე საგანგაშოა წლების წინ სამშობლოს მოწყვეტილი არც ერთი ადამიანი უკან დაბრუნებას არც კი განიხილავს.
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს აღირიცხა. მაგალითად, 2015 წელს ქვეყანა დატოვა 67 452 მოქალაქემ, 2016 წელს - 67 405 კაცმა, 2017 წელს კი - 67 269 მოქალაქემ. შარშან კი ამ მხრივ ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. 2018 წელს საქართველოდან უცხოეთში წავიდა 76 367 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია მიმდინარე წლის მაჩვენებლები, მაგრამ სანუგეშო სტატისტიკა არც წელს გვექნება.
2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ისევ რუსეთში იმყოფება.
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა იკლებს, ხოლო იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება. 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 დაბრუნდა.
ქართველი ემიგრანტები „ბიზნეს-რეზონანსთან“არ მალავენ, რომ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ და ამიტომ იძულებულნი არიან საზღვარგარეთ დარჩნენ არალეგალებად. 56 წლის ირინე შოთაძე უკვე 10 წელია იტალიაშია და ჯერჯერობით არც კი განიხილავს უკან ჩამოსვლას.
„საქართველოში ისეთი სიტუაციაა ყველა აქეთ გამორბის ევროპაში. მე უკან როგორ უნდა ჩავიდე, როც ვერანაირ პესპექტივას იქ ვერ ვხედავ. შვილები მყავს და ბინა მაქვს საყიდელი, რასაც საქართველოში მუშაობით მთელი ცხოვრება ვერ მოვახერხებ. ხელისუფლებამ აუიცლებლად უნდა შექმნას ელემენტარული პირობები, მხოლოდ სტატისტიკის თვლა არ უშველით~, - აღნიშნა ირინე შოთაძემ.
ლია ხარბედია, 45 წლის: „მე ჯერ ორი წელია, რაც საბერძნეთში ვარ და ყველანაირი ვალი დავფრე. ახლა თანხას ვაგროვებ, რომ დავბრუნდე ჩემს საქართველოში, რომელზეც გული შემტკივა. ხალხი შიმშილით კვდება რა ფუფუნების საგნებზეა საუბარი. საქართველოში ბევრი ვიშრომე, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ვალს ვალი ემატებოდა და ეს იყო დაუსრულებელი პროცესი, მივიღე უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება~.
მაია გასვიანი, 38 წლის „იპოთეკა მქონდა ბინის. კარგა ხნის მოთმინების შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოში არ მეძლეოდა იმის საშუალება, რომ ფინანსურად წელში გავმართულიყავი. ამიტომ მივიღე ჩემთვის რთული გადაწყვეტილება, დავტოვე ორი შვილი საქართველოში და წამოვედი რუსეთში, რომ თავი მერჩინა. აქ ქართულ რესტორანში ვმუშაობ და მაქვს უკეთესი მდგომარეობა ფინანსურად. ვახერხებ შვილების სწავლა-განათლებასაც მივხედო, იპოთეკასაც ვიხდი, რასაც დარწმუნებული ვარ ვერასდროს შევძლებდი საქართველოში. რაც შეეხება დაბრუნებას, ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან მანდ ელემანტარულად საკვების ყიდვასაც ვერ ვახერხებდი ბოლო პერიოდში~.
როგორც მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალი გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.
ქვეყანაში რომ მდგომარეობა მძიმეა, გაეროს მოსახელობის ფონდმა, ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა ითვლებოდა, რომ საქართველოში 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრებდა. ბოლო აღწერით კი ეს რიცხვი 3,7 მლნ-ს ფარგლებში მერყეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე ამბობს, რომ რუსეთისკენ ქართველი ემიგრანტები თავის დროზე ენობრივი და სავიზო ბარიერის უქონლობის გამო დაიზრნენ. ახლა კი მათი ნაწილი ევროპაში ინაცვლებს. მთავრობა კი მათ დასაბრუნებლად საერთოდ არ მუშაობს.
,,დემოგრაფიის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ შობადობა და სიკვდილიანობა არ არის. ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, წამყვანი როლი ემიგრაციაზე მოდის, რომელიც მუდმივად მზარდია.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა საარჩევნო თუ სხვა მიზნებით იყო გაბერილი სია, თქვა, რომ საქართველო გადაშენების პირას მყოფი ერების რიცხვშია. ბოლო აღწერითაც ხომ გამოჩნდა რომ მანამდე არსებულ რიცხვზე დაახლოებით მილიონით ნაკლები ვყოფოლვართ, ანუ ვითარება ბევრად საგანგაშოა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახალი პრემიერის, ბატონი გახარიას სამთავრობო გეგმაში, ერთი სიტვაც კი არ წერია დემოგრაფიაზე, რომელიც წესით ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოსათვის. ვითარება ასეთია, საქართველო ვერაფერს აწარმოებს, ვერაფერი გააქვს ექსპორტზე მოსახლეობის გარდა.
რატომ რუსეთი? თავის დროზე ჩრდილოეთისკენ მოსახლეობის გადინება მარტივმა გადაადგილებამ და ენობრივი ბარიერის უქონლობამ განაპირობა. 1990-იანი წლების ომების მერე მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იქ წავიდა, ახლა კი მათთან ჩადიან ნათესავები, რომ დაფუძნდნენ.
დიდია მათი რიცხვიც, ვინც ერთი ქვეყნიდან მეორეში ინაცვლებს და არა უკნა - სამშობლოში. ხელისუფლება კი ამას პრობლემადაც კი არ განიხილავს,” - განუცხადა ,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.