ელზა პაპოშვილი
11.11.2019

 მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - გაუგებარ ვითარებაში გარდაცვლილი 32 წლის ახალგაზრდა მეგობრებმა ხევში უკვე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოში გარდაცვლილი მამაკაცი მეგობრებთან ერთად სანადიროდ წავიდა. როგორც მეგობრებმა სოფელში ამბავი ჩამოიტანეს, ახალგაზრდა ნადირობის დროს დაკარგეს.

მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, მოგვიანებით კი ხევში გადავარდნილი იპოვეს. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მათი აზრით, სწორედ სროლის შედეგად უნდა დაგორებულიყო გორაზე და ხევში გადავარდნილიყო. ახალგაზრდა უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.

მეორე ვერსიით კი, ადგილობრივები არ აგმორიცხავენ, რომ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებაც მომხადრიყო, რის გამოც იარაღი გავარდა ან ესროლეს და ამ ფაქტის დამალვას ცდილობენ. გარდცვლილის მეზობლები თვითმკვლელლობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.

ახალგაზრდა მამაკაცს ერთი ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, რაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გამგებელი ნუგზარ მძინარაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სანადიროდ წასულ ჯგუფს 32 წლის მამაკაცი ჩამორჩა, მოგვიანებით კი, ამავე ჯგუფმა მისი ცხედარი ხევში უკვე გარდაცვლილი იპოვა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება. თუმცა, ეს არის თუ არა მისი იარაღიდან გასროლილი და თვითმკვლელობა, რწმუნებული ამბობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს. წაინასწარ რაიმე ვერსიებზე საუბარი რთულია.

ერთ-ერთი ადგილობრივი კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ახალგაზრდა 13 ნოემბერს 33 წლის უნდა გამხდარიყო. მას უკონფლიქტო და მშვიდ ადამიანად ასახელებს. მისთვისაც გაუგებარია რა შეიძლება ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

„როგორ უნდა გაარკვიო იქ რა მოხდა. ტყეში იყვნენ სანადიროდ წასულები. როგორც ეს ბიჭები ყვებიან, ჯგუფს ჩამორჩენილა და რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. როგორ დავიჯეროთ, რომ თავი მოიკლა. ეს ხომ აბსურდია. ფაქტია, რომ ვიღაცამ შორი მანძილიდან ესროლა, რის გამოც დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხევშია გასროლილი. გვამი რომ იპოვეს, უკვე გაციებული იყო. პატიოსანი და ალალი ახალგაზრდა, ვისთვის რა უნდა დაეშავებინა. უბედური შემთხვევაა, თუ რასთან გვაქვს საქმე, აბა რა ვთქვათ. საწყალი ახლა 13 ნოემბერს 33 წალის ხდებოდა",-აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ვერსიას არ ადასტურებენ. უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ამიტომ უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმის მიმდინარეობისას მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×