ია აბულაშვილი
12.11.2019

 „შეიძლება იყოს 3-4 დეპუტატი, ან დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირონ საარჩევნო სისტემის შეცვლასათან დაკავშირებით კანონპროექტს, მაგრამ 40 დეპუტატი ნამდვილად არ არის; ამიტომ არ ვიცი რის საფუძველზე გაკეთდა ეს განაცხადება“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებას პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობის შესახებ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში ორი პროექტის განხილვა იწყება. ერთი მმართველი გუნდისაა და მეორე - ოპოზიციის. მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, იგი მხარს არ უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებას ასევე მხარს არ უჭერს უმრავლესობის 40 მაჟორიტარი დეპუტატი და შეიძლება პროექტი ჩავარდეს.

„ოცნებაში“ იყო შეთანხმება და ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია. თუ ოპოზიციაც დაუჭერს მხარს ეს საყოველთაო შეთანხმება იქნება. ვფიქრობ, ოპოზიცია ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს. 

„რა თქმა უნდა, არცერთი საარჩევნო სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამოვცადოთ. იმედი მაქვს, რომ   ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი გავა და ამას უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ამიტომ არ ვიცი რის საფუძველზე გაკეთდა ეს განაცხადება. 

„შეიძლება იყო 3-4 დეპუტატი, ან დამოკიდებელი დეპუტატები, რომლებიც ამ ცვლილებეას მხარს არ დაუჭერენ, მაგრამ 40 დეპუტატი  ნამდვილად არ არის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×