„არ მგონია ქართულმა „ოცნებამ" გაბედოს კონსოლიდირებული პროცესის უგულვებელყოფა“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ განხილვას, რომელიც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი განიხილება, ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ ინიცირებული. „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობას პროცესის ჩაშლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა არ უნდა.
„არაფერი განსაკუთრებული სხდომაზე არ ხდება, არის სამუშაო პროცესი და არანიარი საფრთხე პროექტის ჩაშლას არ ემუქრება. არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედოს და ჩაშალოს პროცესი, რომელიც შეთანხმებულია საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. „ოცნება“ ვერ გაბედავს მთლიანი კონსოლიდირებული პროცესის უგულვებელყოფას“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ლევან კობერიძე.