რეზონანსი
12.11.2019

(რეზონანსი) პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი "ინტერპრესნიუსთან" დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა:

"ვერ ვხვდები უმრავლესობას რაში სჭირდება ასეთი ისტერიული ფონი, რას უმტკიცებენ ხალხს. თუ ვინმეს რამის დამტკიცება უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს დანაშაული ჩადენილი, უამრავი მტკიცებულებები, შემოდებული საქმეები დევს, ჩამოიღონ, წაუყენონ ბრალი. გაჭიმვა, ზედმეტი ნერვიულობა, რა საჭიროა? აგრესია მოდის „ქართული ოცნებიდან", ძალიან აგრესიულები არიან. ზოგი იმიტომ არის აგრესიული, რომ ფიქრობს, ამის გამო შეიძლება საარჩევნო სიაში მოხვდეს. ადამიანებს უნდათ პარტიულ სიაში იყვნენ და 80 პროცენტი ამ მოცემულობიდან პარტიულ სიაში ვერ იქნება. უნდათ რაღაცები დაამტკიცონ, ბოლო ხმაზე იხავლონ, ეპატაჟით ყურადღება მიიქციონ. რა მიიღო დღეს „ქართულმა ოცნებამ"? - უზრდელების ჯგუფი, რომელიც ბილწსიტყვაობდა მთელი დღის განმავლობაში. რა მიიღეს?"

ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×